საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი რუსეთის უკვე 5 რეგიონში გამოცხადდა

რუსეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უკვე 5 რეგიონში ამოქმედდა.
ამის შესახებ რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, დიმიტრი კობილკინმა განაცხადა.
29 ივლისს კი საგანგებო მდგომარეობა 3 რეგიონში გამოცხადდა.
მისი თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ირკუტსკის ოლქში, კრასნოაირსკის მხარეში, სახასა და ბურიატეთის რესპუბლიკებში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანძრის ქრობაში პირადი შემადგენლობის 95% და არსებული ყველა ტექნიკაა ჩართული.
თავის მხრივ, რუსეთის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ვითარება გუბერნატორებმა უნდა გააკონტროლონ.
რუსეთში ტყის ხანძრები რამდენიმე დღეა, მძვინვარებს. ცეცხლის ალშია მოქცეული ტყის 3 მლნ. ჰექტარი, მაშველები ხანძრის 500 კერას აფიქსირებენ, ასევე, აღნიშნავენ, რომ ფართობი იზრდება. ხანძრები 10 რეგიონშია გავრცელებული: იაკუტიის, ბურიატეთის, კრასნოიარსკის, ხაბაროვსკის, პერმსკის, იმიერბალკალეთის მხარეებში, ირკუტსკის, ტიუმენის ოლქებში, ასევე, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები