ვლადიმირ პუტინის რეიტინგი შემცირდა

რუსეთის მოქალაქეთა 38% არ სურს, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს მაშინ, როდესაც, 2018 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ეს რიცხვი 27%-ს შეადგენდა.
“ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54% სურს, რომ პუტინი კრემლში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგადაც დარჩეს. 2017 წელს პუტინის დარჩენას მხარს გამოკითხულთა 67% უჭერდა.
ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მეოთხედ 2018 წლის მარტში აირჩიეს და რუსეთის ჯერჯერობით მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები