ჯონი მელიქიანი: მნიშვნელოვანია, სომხეთმა რუსეთთან კონტაქტების დროს გაუსვას ხაზი, რომ რუსეთ-საქართველოს კრიზისი მის ეკონომიკაზე აისახება

სომეხი ქართველოლოგი, ჯონი მელიქიანი მიიჩნევს, რომ დესტრუქციულია იმაზე ფიქრი, რომ სომხეთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, შესაძლოა, შუამავლის როლი შეასრულოს.
როგორც ექსპერტმა სომხურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც არსებული პრობლემების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
„საუბარი იმაზე, რომ სომხეთმა შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, ნაადრევი, შესაძლოა, დესტრუქციულიც იყოს, რადგან არსებობს აბაშიძე-კარასინის პირდაპირი კონტაქტები. სომხეთს შეუძლია, საკუთარი არხები შესთავაზოს მოსკოვს ისევე, როგორც – თბილისს, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოთხოვნადია ეს. მნიშვნელოვანია, სომხეთმა რუსეთთან კონტაქტებზე ყოველთვის გაუსვას ხაზი, რომ რუსეთ-საქართველოს კრიზისი სომხურ ეკონომიკაზე აისახება. განვითარებული მოვლენებიდან სომხეთი და საქართველო მინიმალური რისკებითა და ზარალით გამოვიდნენ. საქართველოს შესაძლოა, მეტი დაეკარგა, მაგალითად, ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით. საქართველო-რუსეთს შორის კრიზისის გაღრმავება ჩვენს ეკონომიკაზეც აისახებოდა“, – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები