ზაზა შათირიშვილი: ტრამპმა, თავის უპრეცედენტო რიტორიკითა და სიმართლის თქმის პრინციპით, ყველაფერი ზედაპირზე გამოიტანა

“ტრამპის ფიგურამ და ტრამპმა, თავის უპრეცედენტო რიტორიკითა და სიმართლის თქმის პრინციპით, ყველაფერი ზედაპირზე გამოიტანა”, – ასე აფასებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აშშ-ში ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის მიმდინარე ცხარე დისკუსიას.
მისი ვარაუდით, ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ საზოგადოებაში ათწლეულების მანძილზე დაგროვდა ის, რასაც თვითონ ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ანალიტიკოსები „კულტურათა შორის დაპირისპირებას” უწოდებენ.
შათირიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსა და სიტყვის თავისუფლების არსებობა.
„მთელი ეს რიტორიკა, რომელიც იყო აგებული იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის და საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება, სისტემურად, სტრასბურგი ამბობს, რომ საქართველოში არის როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ისე არის სიტყვის თავისუფლება. ოთხელემენტიანი, ოთხსაფეხურიანი ეს იერარქია, რომელიც შედგებოდა „რუსთავი 2-ის”, არასამთავრობო ორგანიზაციების, „ნაცმოძრაობისა” და პლუს ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციისაგან – აღმოჩნდა, რომ მთელი ეს სისტემა ერთ დღეში ჩამოიშალა”, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები