პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.
არჩილ თალაკვაძემ და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და საქართველოში თურქული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო.
თურქეთის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები