თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა
პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
„ჩეხეთის ახალი ელჩი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე – შიდა პოლიტიკის საკითხებში. როგორც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანის ელჩს, ბატონ პეტრ მიკისკას სურვილი აქვს, რომ უფრო გაააქტიუროს ჩვენი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.