აჭარაში მეფუტკრეობის ხელშეწყობისთვის ფერმერებს სკები გადასცეს

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ სამინისტროს პროგრამის ,,მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში ფერმერებს სკები გადასცეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში შესყიდულია 964 პენოპოლისტირული სკა. აღნიშნული პროგრამა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებზე სკების თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 40%-ის გადახდით) გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის თანახმად, 235.36 – ლარიან სკაში ფერმერი მხოლოდ 94.14 ლარს გადაიხდის.
დადანბლანტის ტიპის პენოპოლისტირული სკა აქტიურად ინერგება სხვადასხვა ქვეყანაში. ფუტკრის ჩვეულებრივი ხის სკებისაგან განსხვავებით, იგი დამზადებულია მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან. უძლებს გარემო პირობების მკვეთრ ცვლილებებს, იცავს მწერებს ხმაურისაგან. სკებში ვერ იბუდებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიები. მათი წარმოება ფინეთში, პოლონეთში, გერმანიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია, რეგიონში ფუტკრის პროდუქტების წარმოების გაზრდის მიზნით, მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები