ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, საქართველოში ლუბომირ ზაორალეკთან ერთად ჩეხ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფება, რომელიც შეხვედრებს მართავს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ: ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის დირექტორი ივანა ცერვენკოვა, მინისტრის მთავარი მრჩეველი კატერინა ბოციანოვა, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ დეპარტამენტის დირექტორი ელიშკა ზიგოვა, ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორი ივან იუკლი, პრესის დეპარტამენტის დირექტორი იოჰანა გროჰოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ ოერნიცკი, ჩეხეთის რესპუბლიკის დესპანი საქართველოში ვერონიკა შიდო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები