არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. ის იმედოვნებს, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება.
“უკრაინელ ხალხს ვულოცავ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები არის ფუნდამენტი უკრაინის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ, არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები