ოთარ ჩრდილელი – “ნაცმოძრაობა” არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არც ოპოზიციაში ყოფნისას იწონებენ

0

“ნაცმოძრაობა” არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ ჩქარობდა გადაწყვეტილების აღსრულებას მთელ რიგ საკითხებზე, არც ოპოზიციაში ყოფნისას უწონებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს.
“უშიშროების საბჭოს ექს-მდივანმა და მოქმედმა პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რევიზია ჩაუტარა, ცუდი გადაწყვეტილება მიიღოო. ნაცმოძრაობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არ ჩქარობდა მთელ რიგ საკითხებზე მის აღსრულებას და არც ოპოზიციაში ყოფნისას უწონებს გადაწყვეტილებას”, – წერს ოთარ ჩრდილელი.
მისივე თქმით, ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, პირდაპირ მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისაკენ-საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ.
“იურისტი არა ვარ, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, პირდაპირ მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისაკენ-საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ. წაქეზება დასჯადია სხვათა შორის და ამას არ უნდა გასწავლიდეთ”, – წერს დეპუტატი

კომენტარები

კომენტარი