დაკავებული კახა ღავთაძე – „გავიარე პარლამენტთან, იქ მითხრეს, რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო – ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ“

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის მუხლით ერთ-ერთმა დაკავებულმა, კახა ღავთაძემ პარლამენტთან მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აქციაზე მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მომხდარს ნანობს.

“20-ში მთელ დღეს ვმუშაობდი ტაძარში, ფრესკას ვხატავდი. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, რა ხდებოდა პარლამენტში და ინტერესის გამო გავიარე პარლამენტთან. იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო. არც ფარი გამომირთმევია ვინმესთვის, არც ხელი და ფეხი დამიმტვრევია. მხოლოდ მიწოლაში ვმონაწილეობდი და ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ”, – განაცხადა ბრალდებულმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები