“ახალი მოძრაობა დავაარსეთ, ვიწყებთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას”

გურამ ფალავანდიშვილი, რომელმაც მხარდამჭერებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” დააარსა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ამ ბინძური პრაიდის ჩატარების შემდეგ გადაწყდა, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და აგრეთვე, ამოიღონ კანონიდან ტერმინი – “გენდერული იდენტობა”. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ, თუ წინასწარ კანონს მივიღებთ, დაცულები ვიქნებით“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს დაიწყებენ. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ხელმოწერები მეტროებსა და ცენტრალურ ქუჩებში შეგროვდება.
„შესაძლოა, გაფიცვები მოეწყოს ჭიათურის მსგავსად სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მოედანზე. ვეცდებით, ავაგოროთ წინააღმდეგობა“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მოძრაობის წევრებმა ის მოთხოვნები გააჟღერეს, რაც ხელმოწერების ბლანკზეა დატანილი. კერძოდ:
„1. საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია“.
2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. LGBTQ – არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლების სისტემით და სხვა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები