მაშველებმა ადიდებული რიონიდან მეთევზე უვნებლად გამოიყვანეს (ვიდეო)

 

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, მდინარე რიონში 46 წლის მამაკაცი კუნძულზე იყო ჩარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქე მდინარეში სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც ძლიერი წვიმა დაიყო და მდინარეში წყლის დონემ მოიმატა.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.​​
მეხანძრე-მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ადგილზე იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები