საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა  ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს.

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის” ფარგლებში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით საქართველომ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაადასტურეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობაზე და მზადყოფნა გამოხატეს მომავალში ხელი შუწყონ საჯარო სექტორში პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი წარმოადგენს ახალ ფორმატს, 2019-2024 წლებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

„დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და რომ ევროპისთვის საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძლიერი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა ემსახურება ხალხს და ხალხი გრძნობს ევროპასთან დაახლოების სიკეთეებს. ევროპის საინვესტიციო ბანკიც, შესაბამისად, გამოყოფს ფინანსებს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, რაც გააუმჯობესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს” – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები