არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარიას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში და ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს

0

გიორგი გახარიას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში და შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ შეიცვალა თავდაპირველი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც გახარია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას უნდა დასწრებოდა.
„ვფიქრობ, ცოტა უცნაურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვთ განმარტებას, მინისტრს როგორ შეეცვალა სამუშაო განრიგი, თუმცა მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას. მას სხვა გეგმები ჰქონდა დღის მეორე ნახევარში და შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს. ევროპელ პარტნიორებს შეხვდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის სამუშაო დღის წესრიგის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი