დონალდ ტუსკი: დღეს საქართველოში მე მინდა, ვთქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა იყო წყალობა ქართველებისთვის

0

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ქართველებისთვის წყალობა იყო. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა „ტვიტერში“ დაწერა.
„საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. დღეს საქართველოში მე მინდა, ვთქვა ხმამაღლა და მკაფიოდ: საბჭოთა კავშირის დაშლა იყო წყალობა ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებისა  და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის, ასევე, რუსეთისთვის“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
კონფერენციას ბათუმში, რომელიც აჭარაში უკვე მეათედ იმართება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლონეთის, შვედეთის, სომხეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი