ბაკურციხეში, ვენახში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
მათივე ცნობით, ცეცხლი ვენახში გაჩნდა, რის შედეგადაც ხმელი ბალახი და ვაზი დაიწვა.
“არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.