დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
​როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო, დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.
აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი, 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
​უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები