პუტინი: თუ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა, აჯობებს, ისტორიის გაკვეთილები ისწავლოს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აზრით, თუ საქართველოს დე ფაქტო აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეიონთან ურთიერთობის დალაგება სურს, მაშინ მან ისტორიის გაკვეთილები უნდა ისწავლოს. ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა ეკატერინბურგში ვიზიტისას რუსულ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში ის ადამიანები ქმნიან, ვინც ისტორია არ იცის და, საბოლოოდ, პუტინის აზრით, სწორედ ეს უქმნის ქვეყანას პრობლემებსაც.
ინტერვიუში პუტინმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს არწმუნებდა,  არავითარ შემთხვევაში  დაეშვა სამხედრო მოქმედებები დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
“მე ვაფრთხილებდი მიხეილ სააკაშვილს, რომ არავითარ შემთხვევაში  დაეშვა სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. მათ რა ქნეს? ჯარით წავიდნენ. ახლა ყველა ხედავთ ამის შედეგებს. რუსეთი, უბრალოდ, იძულებული იყო, მათი დამოუკიდებლობა ეღიარებინა და ორივე რეგიონის მოსახლეობა დაეცვა”, – თქვა პუტინმა.
პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებამ ქვეყანას არაერთხელ მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები