აკაკი ბობოხიძე: პუტინს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ის რამენაირად მოძებნის მიზეზს

“მავნებლურია, როდესაც საქართველოს მოსახლეობაში აღვივებენ ისედაც არსებულ შიშს, რომ პუტინმა შეიძლება, ამის გამო დაგვღუპოს. პუტინს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ის რამენაირად მოძებნის მიზეზს”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. ბობოხიძემ P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი და ამ მონოლოგზე ხელისუფლების რეაგირება შეაფასა.
„გიორგი გაბუნიას განცხადება შინაარსით იყო აბსოლუტურად მიუღებელი, განსაკუთრებით -მისი მეორე ნახევარი, მაგრამ ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ…. გაცილებით უფრო სამარცხვინო და მავნებლურია ხელისუფლების რეაქცია ყველაფერ ამაზე. სამარცხვინოა, როდესაც პრემიერი, პრეზიდენტი, კალაძე, ყველა ერთად დაწყობილი, აკეთებენ განცხადებას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის განცხადებას და პასუხობენ ჟურნალისტს. სამარცხვინოა და უცოდინრობის ზეიმია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ შეფასება გააკეთონ და მე არ ვიცი, ახლა გაერო-მ რეზოლუცია უნდა მიიღოს გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ქნან, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავნებლურია, როდესაც საქართველოს მოსახლეობაში აღვივებენ ისედაც არსებულ შიშს, რომ პუტინმა შეიძლება, ამის გამო დაგვღუპოს. პუტინს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ის რამენაირად მოძებნის მიზეზს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები