გორგოძეების მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – “ბავშვებს არ აქვთ საკვები, ტანსაცმელი და სათამაშოები”

“გორგოძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა უკვე დიდი ხანია, რაც სიღარიბის ზღვარს გადააბიჯა. ეს ბავშვები, რომლებსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, მოკლებულნი არიან ნორმალურ საჭმელსა და წამლებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. ისინი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ და თუ საზოგადოება დროულად არ დაეხმარება, მათ განვითარების შანსი არ გააჩნიათ. მთელი ოჯახი შეყუჟულია ერთ პატარა გაპარტახებულ ოთახში, სადაც არც წყალია და არც გაზი, არც გათბობა და არც ავეჯი. იქ მხოლოდ რკინის 2 საწოლი დგას, რომელიც მაგიდის ფუნქციასაც ასრულებს. ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ჩანს, გულგრილია ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, ამ ბავშვების ბედი არც მერიას აინტერესებს და არც მაჟორიტარ დეპუტატს”, –  აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

ფონდის წარმომადგენელი მრავალშვილიან დედას, ნარგიზა გორგოძე-გველესიანს ესაუბრა:

– რამდენი წელია, ამ შენობაში ცხოვრობთ?

ნარგიზა: ეს სტამბის ყოფილი შენობაა. სახელმწიფომ შეგვასახლა აქ.

-დროებით?

ნარგიზა: არა, საკუთრებაში გადმოგვცეს. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს. მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვაჩნია   პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში.

-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?

ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევს, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის.

-თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით?

ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება.

-არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ  დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები – ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები!

“მეგობრებო, გორგოძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ბაღდათი, თამარ მეფის 13, ტელ.: 595469227.

თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ  მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები