ირაკლი ურუშაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს კომპანიის საქმიანობა გააცნო

0

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ურუშაძემ  საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე  კომპანიის საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიურ მხარდაჭერას წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებს სამომავლო პოტენციური თანაშრომლობის შესაძლებლობები გააცნო.
იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს, კერძოდ: ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა კერძო სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განმტკიცება, ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების არსებობის ხელშეწყობა და იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.
ფორუმში იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), საინჟინრო, სამშენებლო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (ANCE) და 30-მდე წამყვანი იტალიური კომპანია, ქართული მხარიდან კი 100-ზე მეტი საწარმო, სააგენტო, საჯარო თუ კერძო კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ქართული სამეწარმეო ასოციაციებისა და სახელმწიფო უწყებების პრეზენტაციები მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი