პერფორმანსი აქციაზე ,,სირცხვილია 13.0″ – მთავრობის სიმბოლო მანეკენი წითლად შეღებეს (ფოტო)

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “სირცხვილია 13.0” პერფორმანსი ჩაატარეს.

აქციაზე მანეკენი მიიტანეს, რომელიც, მათი თქმით საქართველოს მთავრობის სიმბოლოა – მუმია საქართველოს ხელისუფლების სიმბოლოა, ოქროსფერი კვარცხლბეკი ბიძინა ივანიშვილის ფულის სიმბოლო, ხოლო შარავანდედის მსგავს სამიზნეში პუტინია გამოსახული. მანეკენს 20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევის სიმბოლოდ წითელი საღებავი წაუსვეს.

პერფორმანსის ავტორი გიორგი ყოლბაიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები