პარლამენტთან აქცია 3 ივლისს 19:00 საათზე განახლდება
პარლამენტის შენობის წინ აქცია 3 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორებს 3 ივლისისთვის კონკრეტული სამოქმედი გეგმა არ წარუდგენიათ. თუმცა მათი თქმით, აქცია ყოველდღე ჩატარდება, სანამ შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.
პარლამენტთან აქციის 13-ე დღემ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.