პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია განახლდა.
პროტესტის მე-13 დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, დღესაც სცენა ძირითადად ხელოვნების წარმომადგენლებს დაეთმობათ და მსვლელობა არ იგეგმება.