„სვეტის“ დამფუძნებელს 8 წლით, ხოლო გენერალურ დირექტორს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წელი, ხოლო გენერალურ დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
​ცნობისათვის, მათ ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წაუყენეს, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები