თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდებათ:
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მუხათგვერდის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულისა და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, საყვირის, ჭილაიას, ხვინგიას, ნათაძის, წიწამურის, ტრაქტორის, ილურიძისა და ხუთწლედის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ლევან ღოღობერიძის, სურგულაძის, ჟორდანიასა და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, გუნიას, ალეკო შენგელიასა და გაიოზ იმედაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქისა და ლასხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, ბაქოს, წინამძღვრიშვილისა და კარგარეთელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.