მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით მწერლების პრესკონფერენცია და აქცია გაიმართება

საქართველოს მწერალთა სახლის ყოფილი მენეჯერი ნატა ლომოური პრესკონფერენციას და აქციას აანონსებს.
„28 ივნისს, 13:00 საათზე, მაჩაბლის 13-ში იგეგმება მწერლების პრესკონფერენცია. კარგი იქნება თუ ჩვენი გულშემატკივრებიც შემოგვიერთდებიან.
ასევე იგეგმება ჩვენი მხარდამჭერების მიერ აქცია 8 საათზე აქვე და ვინც 13:00 საათზე ვერ მოახერხებთ, მოდით საღამოს!“ – აღნიშნულია ნატა ლომოურის ფეისბუქგვერდზე.
ახლახან, მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.
მანამდე ცნობილი გახდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცია,  რომ სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მწერალთა სახლი“ ერთიანდება.
მწერალთა სახლი 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის N13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები