ირმა რატიანი: ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა მითი, რომ მწერლის სახლი უქმდება
„მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით“,- ამის შესახებ „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორმა ირმა რატიანმა განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მწერალთა სახლი უქმდება გაუგებარი უწოდება.
მისი თქმით, მწერალთა სახლი არათუ უქმდება, არამედ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.
„ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერალთა სახლი უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერალთა სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერალთა სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. მწერალთა სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ, მეგობრებო, მინდა ყველა დაგამშვიდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი.
„მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ განვმარტავთ, – სიცრუეა ინფორმაცია, რომ მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა, ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი. ახალი, გაერთიანებული და გაძლიერებული ლიტერატურის ეროვნული ფონდი სწორედ მწერლების სამსახურში იქნება „მწერალთა სახლში“!
ფონდის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ის აერთიანებს ყველა იმ აქტივობას და ფუნქციას, რაც აქამდე ეკისრებოდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, მწერალთა სახლს და სამინისტროს ქართული წიგნის და ლიტერატურის პროგრამების სამსახურს, თუმცა, ფონდის მისია კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება.
ასე რომ, გაერთიანების შემდეგ ლიტერატურის ფონდი, უკვე არსებული და დამატებული ფუნქციებით, სწორედ მწერალთა სახლში დაიწყებს თავის ფუნქციონირებას. ორივე სსიპის თანამრომლები აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, მათი რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული. მე შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ქართულ ლიტერატურაზე, მის პოპულარიზაციაზე საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაზე!“ – აცხადებს ირმა რატიანი.