დავით უსუფაშვილი: მე და ჩემს გუნდს ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორ გზას

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, მას და მისი გუნდის წევრებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია დააშანტაჟებს და ვერ ააცდენს ქვეყნის შენების სწორი გზიდან. როგორც მან აღნიშნა, საკუთარი აზრის დაფიქსირებისას არც მიხეილ სააკაშვილს მოერიდება და არც ბიძინა ივანიშვილს.
„ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერცერთი მათგანი დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ.
და, რაც მთავარია, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს, არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები