სტამბულის მერის განმეორებითი არჩევნები ერდოღანის მმართველობას ასუსტებს – მერი ოპოზიციონერი კანდიდატი გახდა

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს კი ერდოღანის მმართველობის შესუსტებას ნიშნავს.
​ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ  ცნობილი გახდა, რომ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ეკრემ იმამოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა, ბინალი ილდირიმმა არჩევნებში ხმების 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. მან დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.
იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
სტამბოლის მერის არჩევნები პირველად მარტში ჩატარდა, გამარჯვება მაშინაც ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები