იტალიაში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გორიციაში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა,  მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Notizie.it-ი  ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაღუპული ახალდაქორწინებული წყვილია, რომელიც ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მათი ცხედრები მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს.
კიდევ ერთი ადამიანი კი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირი იყო და პირველ სართულზე ცხოვრობდა, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა, ამ დროისთვის, ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები ნაპოვნი არ არის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები