მოლდოვაში მრავალსართულიანი სახლი ჩამოიშალა (ვიდეო)

მოლდოვას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ოტაჩში ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს ქვეყნის პრეზიდენტი, იგორ დოდონი “ფეისბუქზე” აქვეყნებს.
“ეს ესაა, ოტაჩში ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. სასწრაფოდ იკრიბება კრიზისული სიტუაციების მართვის კომისია. კარგია, რომ დროულად მოხდა რეაგირება და მოსახლეობის ოპერატიული ევაუკირება განხორციელდა”, – წერს დოდონი ვიდეოს აღწერაში.
გამომდინარე იქედან, რომ კორპუსი ავარიული იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჩამოშლილიყო, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მაშველებმა საცხოვრებელი სახლიდან 46 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის – ბავშვებიც.
მოლდოვას პრემიერის, მაია სანდუს განცხადებით, დღეს დაგეგმილ სამთავრობო სხდომაზე მომხდარს განიხილავენ.
“ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ რით შეგვიძლია, დავეხმაროთ დაზარალებულებსა და უსახლკაროდ დარჩენილებს”, – თქვა სანდუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები