დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს G20-ის სამიტზე შეხვდებიან
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ “დიდი ოცეულის სამიტის” ფარგლებში, ოსაკაში, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
“რუსეთთან ურთიერთობების დალაგება მსურს და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება”, – თქვა ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუში ამერიკის ლიდერმა ისიც თქვა, რომ მას ჩინეთთანაც სურს ურთიერთობების დარეგულირება და იაპონიაში სი ძინპინთან შეხვედრასაც აპირებს.
მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო კონფლიქტი იქნება.
„დიდი ოცეულის სამიტი“ იაპონიის ქალაქ ოსაკაში 28-29 ივნისს არის დანიშნული.