მაიკლ კარპენტერი: ქართველები ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ არა 20%, არამედ ქვეყნის 100%-ია ოკუპირებული

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე – მაიკლ კარპენტერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ღია პოლიტიკის საფრთხეს ბოლომდე ვერ აცნობიერებს.
“ახლახან გავატარე 3 დღე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით“ (ეფ-ეს-ბე) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, მათ ერთხელ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ოკუპირებულია არა 20%, არამედ 100%“, – წერს კარპენტერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები