მიშელ პლატინი საპატიმროდან გაათავისუფლეს

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი – მიშელ პლატინი საპატიმროდან უკვე გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია პლატინის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ მიაწოდა.
უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილის შერჩევისას კორუფციულ გარიგებასა და არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, პლატინი გუშინ პარიზის გარეუბანში დააკავეს. გამოძიებას მასთან მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ყატარის შერჩევასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები