ირაკლი ოქრუაშვილი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა

“ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს”, – ასე გამოეხმაურა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მან ხელისუფლის წარმომადგენლებს მიმართა, არ დაუშვან პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა.
„მაიკ პომპეოს განცხადებების ფონზე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაფიქრებინა, რომ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან, ვიდრე – ფასეულობათა ბრძოლასთან. მოვლენები, ასევე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, იდგას ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ივანიშვილს. ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები, ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები