პრემიერი დავით სერგეენკოს შემცვლელს დღეს დაასახელებს

​​საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შემცვლელად ეკა ტიკარაძეს დღეს ოფიციალურად დაასახელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე პრემიერი ბრიფინგს გამართავს.
​პრემიერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება მათთვის პრიორიტეტია. თუმცა, მისივე თქმით, დავით სერგეენკო არის და იქნება მმართველი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ, დაადასტურა.
ცნობისათვის, ​დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები