სოფელ ანდაში მამაკაცმა თანასოფლელები დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანდაში 42 წლის მამაკაცმა ორი თანასოფლელი თავის არეში ბასრი საგნით დაჭრა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.
უწყების განმარტებით, სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები