დავით ზალკალიანი: ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი

ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა.

„10 წლის განმავლობაში ჩვენ ვფოკუსირდებოდით მტკიცე სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის. 2016 წელს ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც იყო წარმატებულად იმპლემენტირებული ამ ადმინისტრაციის მიერ. პრემიერმაც ახსენა, რომ აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა ორჯერ მაღალია. ჩვენ ვაშენებთ მტკიცე თავდაცვით თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატშიც და ნატო-ს ჭრილშიც, ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველო არის ნატო-ს ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც მისი წევრობისთვის ყველა არსებითი ხელსაწყო აქვს.

„ფაქტია, რომ საქართველო არის ნატოს ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც მისი წევრობისთვის ყველა არსებითი ხელსაწყო აქვს, რასაც ჩვენი პარტნიორებიც აღიარებენ. თუმცა ამავდროულად ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, სადაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაკლია წევრობისთვის. ვფიქრობ, როდესაც ქვეყანა გაწოდებს შედეგს, ამას უნდა მოჰყვეს პასუხიც. ნატო-ს სამიტზე და მინისტერიალებზე უნდა მოვახდინოთ ქვეყნის პროგრესის დემონსტრირება სწორედ წევრობის კონტექტსში, რადგან თუ ეს არ შესრულდება, ეს გამოიწვევს დიდ ფრუსტრაციას ქვეყნის შიგნით და იქნება არასწორი გზავნილი მეზობლის მიმართ, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. ამიტომაც გვგონია, რომ აშშ-ის როლი, როგორც მთავარი პარტნიორისა და ქვეყნის, რომელიც მტკიცედ უჭერს ნატო-სკენ ჩვენს მისწრაფებას მხარს – უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია აშშ-ს დეკლარაციებსა თუ მაღალი რანგის პირების განცხადებებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები