ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა

ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აშშ-ისსახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე, ფილიპ რიკერი უძღვებოდნენ.

შეხვედრაში, ასევე, აშშ-სა და საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეები იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც ,,კვირას” საგარეო უწყებიდანა აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის როლი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში. მხარეებმა დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები მიმოიხილეს, შეაჯამეს გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით და სამომავლო პრიორიტეტები დასახეს.

ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ასევე, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც განაპირობებენ, როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით ორმხრივად სარგებლიანი პროექტების განხორცილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები