მამუკა ბახტაძე: წარმატებით განხორციელებული რეფორმები საქართველოში ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს

საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას(OPIC) კაპიტალდაბანდების გაფართოებისთვის მადლობა გადაუხადა.

“გასულ წელს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ განაგრძო საქართველოში კაპიტალდაბანდების გაფართოება. მის გეგმებს მიეკუთვნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაფინანსება შავი ზღვის სანაპიროზე. ეს პროექტები საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობას ქმნის და უმოკლეს მარშრუტს აყალიბებს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ფასეულობის ტვირთების ტრანსპორტირებისა და მრავალმილიარდიანი მომხმარებლის მყოლი ბაზრების დაკავშირების გზით, რაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს ამავდროულად მინიმუმ 120 მილიონით მეტ მომხმარებელთან წვდომას აძლევს. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის გრძელვადიანი რწმენისთვის, რაც მრავალი პროექტის ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ეს რწმენა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები