ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღის” პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

ოპოზიციას მსჯელობის დროს რაიმე საკითხი ისე არ გაუპროტესტებია, რომ ჩვენი მხრიდან პასუხი არ ჰქონოდათ. ყველა საკითხზე პასუხი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიცია პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღაზე”  საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ ძალიან შრომატევადი პროცესი წარიმართა და დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები შეჯერდა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, ასევე ახლა, ძალიან დიდი სამართლებრივი ხელოვნება აჩვენა და განსხვავებული პოზიციების შეჯერება და პროცესის წარმატებით დასრულება შეძლო.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით გარკვეული საკითხებია, რომელიც ჯერ კიდევ მსჯელობის საგანი რჩება, თუმცა ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. კომიტეტზე მსჯელობის დროს იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ პოზიციები დავაახლოოთ, თუმცა ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობა, ასევე ევროსაბჭოსა და ევროკავშირის. პროცესი მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა და შედეგად სწორად გაწერილი კანონპროექტი მივიღეთ, რომელიც იმ ძირითად პრინციპებს პასუხობს, რომელიც ევროსაბჭოს ფარგლებში არსებობს და ეს ძალიან წარმატებული რეფორმაა. იკვეთება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პატივს არ სცემენ არც ევროსაბჭოსა და არც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს და იმას, რომ კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც სამწუხაროა. ოპოზიციას მსჯელობის დროს რაიმე საკითხი ისე არ გაუპროტესტებია, რომ ჩვენი მხრიდან პასუხი არ ჰქონოდათ. ყველა საკითხზე პასუხი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიცია პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს, რაც სამწუხარო ფაქტია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მმართველმა გუნდმა სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება 17 ივნისს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები