სოფო ქაცარავა: არ მაქვს რწმენა, რომ დავით გარეჯის თემაზე საკომიტეტო მოსმენა პოპულიზმში არ გადაიზრდება

“კომისიას უნდა მივცეთ საშუალება, გააგრძელოს მუშაობა და შედეგებს უნდა დაველოდოთ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის ხელმძღვანელი, სოფო ქაცარავა ინიციატივას, რომ დავით გარეჯის თემაზე მომუშავე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.
“დავით გარეჯთან დაკავშირებით რომ მქონდეს იმის რწმენა, ეს საკომიტეტო მოსმენა არ გადაიზრდება პოპულიზმში, რისი პრაქტიკაც და გამოცდილებაც არაერთხელ გვქონია, ასეთ საკომიტეტო მოსმენას აუცილებლად გავმართავდით დახურულ ფორმატში, რომელიც იქნებოდა შინაარსობრივად დატვირთული.
ჩვენ კომისიის მუშაობას ვადევნებთ თვალ-ყურს. მაქვს იმის თავდაჯერება, რომ კომისიას უნდა მივცეთ საშუალება, გააგრძელოს მუშაობა და შედეგებს უნდა დაველოდოთ.
ჩვენ ამ პროცესს თვლას ვადევნებთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ეს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ითხოვს, რომ დავით გარეჯის თემაზე სპეციალური მოსმენა გაიმართოს.

მისი თქმით, მოსმენა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზღვრის დამდგენი კომისიის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები