“სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა და თავისი პრეტენზიები შეუძლია, იქ დააფიქსიროს”

“თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის, სად და როგორ უნდა მომძებნოს”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის.
„ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია, დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის, სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და, შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარალებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი პოლიტიკური გაერთიანების – „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაციაზე.
აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის წევრები „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი – გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – კოტე კემულარია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი – ვალერი გელბახიანიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები