გიგა ბოკერია: ეს არის გუნდი, რომელსაც ზნეობა არ გააჩნია, რომელიც ვერ ბედავს, ძალადობა დაგმოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ეთიკისა და ზნეობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
მისი თქმით, პარლამენტში დღევანდელი დაპირისპირების საკითხის ეთიკის საბჭოზე განხილვა არანაირ შედეგს   გამოიღებს.
„ეს ნამდვილად არ უშველის, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდში განწყობების კრიტიკული მასა, ყველას არ ვგულისხმობ, ვერც ეთიკისა და ვერც ზნეობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ ამას შეიძლება, რამე მოჰყვეს. ამას აღნიშნული ხალხს არჩევნების გზით გამოცვლა სჭირდება და შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მთლიანად სხვა პოლიტიკური კულტურის დანერგვა.
ეს არის გუნდი, რომელსაც მინიმალური ზნეობა არ გააჩნია, რომელიც იმასაც კი ვერ ბედავს, რომ კონკრეტული ძალადობა დაგმოს. გამოთქმა, რომ „ენას ძვალი არ აქვს“ კობახიძეზეა მორგებული. ნებისმიერი რამის მთქმელი არიან, სიცრუის და სიცრუის ნიაღვარის. ამიტომ არ მიკვირს, რაც ვიხილეთ და, რაც ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება ქართულ საზოგადოებას კრიმინალის თვალსაზრისით. ეს ხალხი გამოდის და ამ ყველაფერს იფერებს. ეს არის დიაგნოზი, რომელიც ჩვენ ყოველ დღე ძალიან ძვირი გვიჯდება. ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, – განაცხადა ბოკერიამ.
​მისი შეფასებით, ხელისუფლებას მორალური უპირატესობის განცდის შექმნის სურვილი აქვს.
„პარლამენტში აღნიშნული ეთიკური ნორმები არ შეიცვლება. არ მესმოდა, რას ყვიროდა ზაზა პაპუაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უცენზურო სიტყვები იქნებოდა. პაპუაშვილი აღშფოთებულია კამერების წინ და მერე დერეფანში უცებ წყნარდება. ეს ძალიან უცნაური საქციელია.
​რაც შეეხება იმას, რამაც გამოიწვია მწვავე რეაქცია და პირადად ვოლსკის ძალიან ეწყინა – ეს არის ხალხი, რომელიც მუდმივად წარსულზე საუბრობს. უნდათ, მორალური უპირატესობის განცდა შექმნან. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიან რეჟიმთან – ფაშისტურ რეჟიმთან ერთად კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ მმართველ თანამდებობებზე. თუ მორალზე ვსაუბრობთ, ვოლსკის არ აქვს უფლება, ვინმეს მორალი წაუკითხოს. კობახიძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლება და „კომპარტია“ ერთად უნდა გავასამართლოთო. ეს კობახიძის იმ საქციელს ჰგავს, ჰოლოკოსტის ჩამდენები რომ გვიწოდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები