ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლოში პროკურორი არ გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანლის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, პროკურორი არ გამოცხადდა, სხდომაზე კი პროკურორის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა წარადგინეს.
როგორც პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.
დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.
დაცვის მხარემ კუპრავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ან პარლამენტის წევრების თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
ამის შემდეგ მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
ამ წუთებში, სასამართლომ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
„ვფიქრობ, ჩემი პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს შემიძლია, ვთქვა იმ სიურპრიზის შემდეგ, რაც აქ დამხვდა”, – განაცხადა კუპრავამ.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).ამის
თვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.
გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს.
აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები