ნათია თურნავა რომან გოცირიძეს – „დროებითი მმართველის ინსტიტუტს წინა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებდა“

„დროებითი მმართველის ინსტიტუტი, ეს კანონით დაშვებული ფორმაა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებდა. მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ცოტა არ იყოს, “ღია კარის მტვრევას” ჰგავს”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძეს შეკითხვას, რომელიც ჭიათურის მმართველობას უკავშირდებოდა.
როგორც მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სწორედ დროებითი მმართველის არსებობამ განაპირობა, უფრო გაბედულად ჩართულიყვნენ მთავრობის წარმომადგენლები მედიაციის პროცესში.
„დროებითი მმართველის ინსტიტუტი, ეს კანონით დაშვებული ფორმაა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც აქტიურად იყენებდა. ეს სახელმწიფოს უფლებაა და, სხვათა შორის, დროებითი მმართველის არსებობამ უფრო გაბედულად მოგვცა საშუალება, რომ მედიაციაში ჩავრეულიყავით იმიტომ, რომ, რასაკვირველია, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, მათ შორის – რაც ხდება ჭიათურაში, არსებობს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.
მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ცოტა არ იყოს, “ღია კარის მტვრევას” ჰგავს. სერიოზული პრობლემა იყო. მთავრობა საკმაოდ ეფექტურად ჩაერია მედიაციის ნაწილში. ორივე მხრიდან გაჩნდა კეთილი ნება, რომ შეთანხმებულიყვნენ და შეთანხმდნენ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, მათ შორის – ეკოლოგიური მიმართულებით, შრომის პირობების დაცვის მიმართულებით, კვება, ჯანდაცვა და ყველაფერი, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას განეკუთვნება“, – აცხადებს მინისტრი.
ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს ჭიათურას მართავენ თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები და დროებითმა მმართველმა პრობლემები ვერ გადაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები