საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში კონგრესის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმა, ასევე, სხვა რეფორმები, რომელთა მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე, ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. დელეგაციის წევრებმა ამერიკელ კონგრესმენს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს პარლამენტი მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, რაც ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობის გაზრდას.
პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა” (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე – დავით გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები