საპარლამენტო დელეგაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობას შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს. ქართველმა დეპუტატებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებსა და შეხვედრაზე მოწვეულ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიმდინარეობის შესახებ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა” (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე – დავით გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები